რა გვეხმარება წარმატების მიღწევაში?

Champions team

უამრავი კითხვა ისმის იმის შესახებ თუ როგორაა შესაძლებელი წარმატების მიღწევა, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამის გაკეთება არც თუ ისე ადვილი საქმეა. არ აქვს დიდი მნიშვნელობა თუ რა სფეროში სურს ადამიანს ამა თუ იმ მიზნის მიღწევა, რაც ამავდროულად გულისხმობს წარმატების მიღწევას, მთავარი კრიტერიუმი ამისთვის არის ძალიან დიდი მონდომება, რომელიც ხალხის უმრავლესობას არ აქვს, რომ არა ის შეუძლებელი იქნება ასეთი რთული გზის გავლა, რომელზეც უამრავი პრობლემა გვხვდება, რომელთა გადაჭრა ჩვენს მოვალეობაში შედის. ამავდროულად მიზეზი იმისა რატომაც საზოგადოების ნაწილი ვერ აღწევს მიზანს ის არის, რომ გარკვეული სირთულის გამოჩენის შემთხვევაში წყვეტენ ფიქრს და ნებდებიან.. იდეალური ვარიანტი იქნება თუ ლოგიკურად შევაფასებთ პრობლემის სირთულეს, შემდეგ გავიაზრებთ თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი მისი მოგვარება, ბოლოს კი ვიზრუნებთ მის გადალახვაზე. თუ ამა თუ იმ პიროვნებას აქვს ეს ორი ძირითადი თვისება, მაშინ დიდი ალბათობით ეს ადამიანი მიაღწევს სასურველ სურვილს, მაგრამ რაღა თქმა უნდა , რომ არსებობს ისეთი გარე ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება ფაქტობრივად შეუძლებელია, ძირითად შემთხვევებში ასეთი ფაქტორების წინარსწარ განსაზღვრა ვერ ხერხდება, ამიტომაც წარმატების სურვილით შეპრობილ ადამიანს მუდამ უნდა ჰქონდეს დროის ნებისმიერ მომენტში სწრაფად რეაგირების უნარი, რაც მე თუ მკითხავთ საკმაოდ მნიშვნელოვანი რამაა 21-ე საუკუნეში, რადგან მოვლენები მოულოდნელად / ექსპრომტულად ხდება, ამიტომაც მათზე რეაგირებაზე მყისიერი უნდა იყოს. აგრეთვე სასურველი იქნება თუ ადამიანი შეძლებს დროის სწორად განსაზღვრას, რაც ბევრისთვის დღემდე შეუძლებელია. არ მოვიტყუები და ეს საკმაოდ სერიოზული და გადაუჭრელი პრობლემაა, რადგან წარმატების მიღწევაში სწორედ დრო თამაშობს დიდ როლს, მისი უაზროდ ფლანგვის შემთხვევაში დამერწმუნეთ იმდენ პრობლემას გადავაწყდებით რომ მიზნის მიღწევა საკმაოდ შორ მომავალში მოგიწევთ, რაც არავის არ აწყობს, ამიტომაც ჩვენი რჩევა იქნება რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენს დროს და სწორად გაანაწილოთ ის მთელი დღის განმავლობაში.

FACEBOOK კომენტარები